მთავარი   |   პროდუქცია  |   ბრენდები  |   კონტაქტი

ქართული  |   ENGLISH  


კომპანიის შესახებ

კომპანია შპს “ეი ბი ემ მედიკალი” ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და საიმედო კომპანიაა საქართვლოს ლაბორატორიული ტექნიკის ბაზარზე. ჩვენი ძირითადი საქმიანობაა მოწინავე ლაბორატორიული ტექნოლოგიების დანერგვა, ჩვენი ქვეყნის ლაბორატორიებისათვის სისტემური გადაწყვეტილებების მომზადება და განხორციელება. „სისტემური გადაწყვეტილება“ არის ლაბორატორიის კომპლესური აღჭურვა სპეციალიზებული და ლაბორატორიული მოწყობილობით, ლაბორატორიული ავეჯით, ჭურჭლით, აქსესუარებით და სახარჯი მასალებით; მეთოდური დახმარება, მომსახურება (საგარანტიო და არასაგარანტიო), ლაბორატორიის პერსონალის მომზადება დამკვეთისა და ჩვენი სასწავლო ცენტრის ბაზაზე; დაპროექტება, მშენებლობა, ლაბორატორიის საინფორმაციო მართვის სისტემების დანერგვა, ლაბორატორიის ყველა საჭირო სანებართვო დოკუმენტაციისა და სახელმწიფო აკრედიტაციის მიღებაში დახმარების გაწევა. ჩვენ ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ გარემოსდაცვითი და სასამართლო, სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის, სამედიცინო და ფარმაცევტული დარგების სხვადასხვა ლაბორატორიებთან, აგრეთვე სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებთან, ხარისხისა და სტანდარტიზაციის კონტროლის ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ფონდებთან. ჩვენი გუნდის უდავო კონკურენტული უპირატესობაა ჩვენი დამკვეთების წინაშე დასახული მთავარი ამოცანების შეცნობა და მათი ყველაზე შედეგიანი და ხელსაყრელი გადაწყვეტა. ამის საშუალებას იძლევა, ერთის მხრივ, ჩვენი თანამშრომლების დიდი პროფესიონალიზმი და, მეორეს მხრივ, ჩვენი საიმედო მომწოდებლები, ლაბორატორიული აღჭურვილობისა და მასალების მოწინავე უცხოელი მწარმოებლები, მათ შორის მსოფლიოში ცნობილი ბრენდები Applied Biosystems, Invitrogen, GIBCO, Neogen, Macherey Nagel და სხვები. ჩვენი კომპანიის სპეციალისტებმა განახორციელეს ბევრი დიდი პროექტი, რომლებმაც მრავალი სამთავრობო უწყებისა და კორპორაციული კლიენტის საუკეთესო შეფასება დაიმსახურა. ჩვენ ვიცით და გვესმის, თუ რა ამოცანების წინაშე დგანან ჩვენი დამკვეთები, და ყურადღებით ვადევნებთ თვალს მოწინავე ლაბორატორიული ტექნოლოგიის ბაზრის განვითარებას, ვცდილობთ რაც შეიძლება სწრაფად დავნერგოთ უახლესი ტექნოლოგიები ლაბორატორიების ყოველდღიურ საქმიანობაში; მუდამ მზად ვართ ყოველნაირად დავეხმაროთ ჩვენს პარტნიორებსა და დამკვეთებს მათ წინაშე დასახული ამოცანების სისტემურ და კომპლექსურ გადაწყვეტაში. ჩვენ დამკვეთებს ვთავაზობთ მიწოდებისა და გადახდის მოქნილ სქემებს და ყოველთვის მზად ვართ განვიხილოთ სხვადასხვა ურთიერთსასარგებლო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობს ყოველი პროექტის განხორციელებას. ჩვენ თანამშრომლობისთვის ვიწვევთ ყველას, ვისაც სურს ლაბორატორიების ბაზრის სწრაფი და შედეგიანი განვითარება და ლაბორატორიებში მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვა.
©2014 ABM MEDICAL LTD